გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურპროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, უწყებასთან განცხადება დღეს, 6 აგვისტოს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.
ცნობისთვის, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, "რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში", ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ.