აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მომზადებული დოკუმენტი სახელმწიფო მდივანს საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადების ვადებსა და წესს უსაზღვრავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მომზადებული დოკუმენტი სახელმწიფო მდივანს საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადების ვადებსა და წესს უსაზღვრავს.

დოკუმენტში, რომლის სახელწოდებაა „2021 წლის ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“, ერთ-ერთ თავში სახელწოდებით - „საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერის შესახებ ანგარიში“ შემდეგი პუნქტების ჩამონათვალია:

1) აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას დემოკრატიული ღირებულებების მიმდინარე განვითარებაში, საარჩევნო რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის გზაზე და ძალისხმევაში, რომ საქართველოს კერძო სექტორმა შეასრულოს საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტები, მათ შორის უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მიღებისა და დაცვის სახით;

2) გაგრძელდეს მჭიდრო მუშაობა საქართველოს მთავრობასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის კუთხით, რათა გაიზარდოს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები, პარტნიორ ქვეყნებთან ოპერაციული შეთავსებადობა, ომის კანონების ზედმიწევნით დაცვა და თავდაცვითი ინსტიტუტების გაძლიერება;

ამ კანონის მიღებიდან არა უგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც იქნება ანალიზი:

1) დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, 2) ასევე ეფექტურად ახორციელებს თუ არა საქართველო საარჩევნო რეფორმას, 3) წარმოდგენილია თუ არა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე ჩარევებისგან, 4) ეფექტურად ახორციელებს თუ არა საჭირო პოლიტიკას ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის საჯარო ინფორმაციაზე შეუფერხებლად წვდომის თვალსაზრისით, 5) იცავს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და მედიის თავისუფლებას, 6) ასევე სხვა ნებისმიერი სხვა საკითხი, რასაც სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს.

დოკუმენტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს დაუჭირა 295 ხმით - 125-ის წინააღმდეგ, თუმცა მას საბოლოო კანონად ქცევამდე საკანონმდებლო პროცედურები უძღვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა