ენტონი ფაუჩი - ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინის მილიონობით დოზა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ექნებათ

ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინის მილიონობით დოზა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ექნებათ მზად, - ამის შესახებ აშშ-ის ინფექციური დაავადებებისა და ალერგიის ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ „როიტერსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, 2021 წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, ვაქცინის მილიარდამდე დოზა იყოს ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ენტონი ფაუჩი იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მინიმუმ ერთი ვაქცინა აჩვენებს საკმარის შედეგს იმისთვის, რომ ოფიციალურად დაამტკიცონ.

„მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, რომ წლის ბოლომდე გვექნება ვაქცინა, რომელიც საკმარისად ეფექტური აღმოჩნდება იმისთვის, რომ ოფიციალურად დაამტკიცონ, ”- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, აშშ მილიარდობით დოლარს ხარჯავს კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინებზე, რომლებსაც კომპანიები Johnson & Johnson-ი, Moderna, Pfizer-ი, Novavax-ი და Sanofi- აწარმოებენ.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა