თურქეთში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ათასობით ქალმა მიიღო მონაწილეობა.

აქციის მონაწილეები 27 წლის სტუდენტის, პინარ გულტეკინის წამებით მკვლელობას აპროტესტებდნენ, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი რამდენიმე დღის წინ გახდა.

აქტივისტების თქმით, ბოლო დროს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები განსაკუთრებით გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, თურქეთში ქალთა 38% ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა