„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს წევრების არჩევნები დღეს გაიმართება

2020 წლის 6 აგვისტოს, 12:00 საათზე, გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციებიდან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ხმის მისაცემად გამოცხადდება არასამთავრობო ორგანიზაციების წინასწარ რეგისტრირებული არანაკლებ 3 წარმომადგენელი. „არჩევნები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8. არჩევნების ჩატარებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაბამისი ფართით და სათანადო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. საბჭოს წევრთა არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს (მათ შორის, საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ს), რომლებმაც ამ მიზნით წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია. ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ ერთ წარმომადგენელს. ხმის მისაცემად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი/მოწმობა. არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe3MuMYK8WNpj5hvTPzVdeMmdUBAb177ZiHqMgvhz9uWDa1uQ/viewform?c=0&w=1 არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ხმის მისაცემად გამოცხადდება არასამთავრობო ორგანიზაციების წინასწარ რეგისტრირებული არანაკლებ 3 წარმომადგენელი. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრის გზით. არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას. არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა სხდომის ოქმით. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საბჭოს წევრად აირჩევა 1 წლის ვადით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს