ხორბლის მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ტრენინგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, რომელიც ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, ცოტნე სამადაშვილმა ფერმერებს მარცვლოვან კულტურებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და პრაქტიკაში დანერგვის საკითხები გააცნო.

„ტრენინგები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ტრენინგის მონაწილეებმა გამოცდილება გააზიარეს ხორბლის დათესვამდე ნიადაგის მოსწორების, ასევე, ნაკვეთების საჰაერო შეწამვლის შესახებ და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათ მუნიციპალიტეტებშია პრიორიტეტული.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა კახეთის რეგიონში „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიები” შესახებ ტრენინგები დაასრულა. ცენტრი აგრძელებს სხვადასხვა სახის აგრარული და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას. დაგეგმილია ტრენინგები და გადამზადების კურსები კაკლოვანი კულტურების და მეფუტკრეობის შესახებ, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ჩატარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო