გრიგოლ გეგელია - კონგრესმენების საბოლოო ვერდიქტი სრულიად მკაფიოდ წარმოაჩენს “ქართული ოცნების” უუნარობას

“ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 295 ხმით შეიტანა შესწორება აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რაც რისკის ქვეშ აყენებს აშშ-ს მიერ საქართველოს სრუყოფილ დაფინანსებას და ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური კურსის შედეგად, საქართველოსა და აშშ-ს უაღრესად მჭიდრო და მნიშვნელოვანი პარტნიორობის ხანგრძლივ ისტორიაში პირველად შემოვიდა პირობითი დათქმები.

„კონგრესმენების საბოლოო ვერდიქტი სრულიად მკაფიოდ წარმოაჩენს “ქართული ოცნების” უუნარობას, უზრუნველეყო დემოკრატიული განვითარება, საარჩევნო სისტემის ადეკვატური რეფორმირება, გამჭვირვალე და კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფო და საერთაშორისო კერძო სექტორის უფლებების დაცულობა.

შედეგად, დღეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის ბედი უკვე იმაზე გახდა დამოკიდებული, თუ როგორ დასკვნას გამოიტანს აშშ სახელმწიფო მდივანი, ბატონი მაიკ პომპეო საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნაზე რადიკალურად შეცვალოს დღემდე წარმოებული დესტრუქციული და ანტი-დემოკრატიული სახელმწიფო კურსი.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ამგვარი პირობითობის შემოტანა “ქართული ოცნების” შეგნებული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ერთადერთი ნამდვილი მიზანი, ფაქტობრივად, ჩვენი სახელმწიფოს სრული საერთაშორისო იზოლაციაა.

წლების მანძილზე, ამ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ემსახურებოდა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის შელახვას. სწორედ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში რადიკალურად შემცირდა საგარეო ინვესტიციები. დღეს სრულიად ცივილიზებული მსოფლიო ერთხმად აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მიზანმიმართულად ჩაშალა ანაკლიის ისტორიული პროექტის მშენებლობა, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არნახული მასშტაბებით გაზრდიდა“, - აცხადებს გეგელია.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ჰქონდა შესაძლებლობა, ადეკვატურად ეპასუხა სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამდნენ.

„ნაცვლად ამისა, “ქართულმა ოცნებამ” აირჩია სიცრუის, ცინიზმის და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის კურსი, რაც გამოიხატა პოლიტიკური მართლმსაჯულების უწყვეტ წარმოებასა და კორუფციის აყვავებაში, თავისუფალი მედიის სხვადასხვა ფორმით შევიწროებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევაში.

დღეს სრულიად აშკარაა როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვერდიქტი — “ქართული ოცნების” მავნებლური პოლიტიკა უნდა დასრულდეს, რათა დაუყონებლივ შეწყდეს საქართველოს ეროვნული ღირსების, საერთაშორისო რეპუტაციის, ეკონომიკური განვითარების და მომავლის პერსპექტივის სრული გაჩანაგება, რასაც დღეს “ქართული ოცნების” ხელისუფლება ეწევა“, - განაცხადა გეგელიამ.

ინფორმაციას “ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო