მთავრობის მხრიდან  იპოთეკურ სესხზე 4 %-იანი სუბსიდირებით ივლისში, მხოლოდ ერთ ბანკში  26.9 მლნ ლარის მოცულობის სესხი გაიცა

ივლისში „თიბისი ბანკმა“ იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 26.9 მლნ ლარის მოცულობის სესხი გასცა.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს იპოთეკური სეხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, სამშენებლო სექტორის დახმარების მიზნით წარადგინა.

როგორც „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, ივლისში პროგრამის ფარგლებში 283 იპოთეკური სესხი გაიცა, რაც ამ პერიოდში ბანკის მიერ გაცემული იპოთეკური სესხების 27%-ია.

„თიბისი ბანკში“ სუბსიდირების პროგრამის შემდეგ წინა თვეებთან შედარებით იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ პროგრამა კარგად მიმდინარეობს.

რაც შეეხება მონაცემებს, ივლისის თვეში სუბსიდირების პროგრამის ქვეშ 26.9 მლნ ლარის მოცულობის 283 ცალი სესხი გაიცა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკში“.

სააგენტო აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას სხვა ბანკებისგანაც ელოდება.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია, 28 მაისს წარადგინა. შესაბამისი დადგენილება კი მთავრობამ 25 ივნისს მიიღო.

პროგრამის ფარგლებში სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს ეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდება. ამასთან, სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა