მცხეთის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, მოქალაქეს სახერხი საამქრო, ორი ლენტური და ოთხი ცირკული სახერხი დანადგარით, სოფელ წილკანის მიმდებარედ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ჰქონდა მოწყობილი.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახეობის მერქნული მასალა, დაახლოებით 402 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 78 ერთეული მორი.

ტერიტორიაზე ასევე გამოვლენილია ორი ჭაბურღილი, რომელთა შესაბამისი ლიცენზიები მოქალაქემ ვერ წარმოადგინა. მან ასევე ვერ წარმოადგინა მრგვალი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტისა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა ტექნიკური რეგლამენტები.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება”,-აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა