გიორგი გახარია - შევდივართ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში - თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს

წლის ბოლომდე თუ ასე გაგრძელდა, მერწმუნეთ, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, „შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირი ფრენები აღვადგინეთ მაგალითად, მიუნხენთან, პარიზთან, ვენასთან, ეს ზღვაში წვეთია. თითო-ოროლა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს. ამის პარალელურად, გასათვალისწინებელია ის, რაც ხდება გლობალურ ეკონომიკაში. არავინ თვლის დღეს, რომ გლობალურ ეკონომიკაში კრიზისიდან გამოსავალს ვინმე იპოვის წლის ბოლომდე ან თუნდაც მომავალი წლისთვის. ამიტომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. მთავრობის პასუხისმგებლობა პირველ რიგში არის დაეხმაროს საკუთარ მოქალაქეებს, ოჯახებს იმისთვის, რომ სოციალურად შედარებით შევინარჩუნოთ ის მინიმუმი, რომელსაც ეს ოჯახები მიჩვეულები არიან. ვინ არიან დღეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები? - რა თქმა უნდა, ბავშვები, ამიტომ მიზნობრივად უფრო სწორი ჯგუფის ამორჩევა იყო შეუძლებელი. რა გგონიათ, ეს მარტო ერთ დღეში გადავწყვიტეთ? - ეს გადავწყიტეთ საერთაშორისო პარტნიორებთან ხანგრძლივი დისკუსიების შემდგომ, იმ მწირი რესურსის გათვლით,

სამართლიანი და გონივრული გადანაწილების გზით მივედით იქ, სადაც მივედით. ჩვენ რომ არ გვქონოდა stop.cov ფონდი, ამას ვერ გავაკეთებდით, ვერ დავეხმარებოდით ასეთი რაოდენობით ბავშვებს.

წლის ბოლომდე თუ ასე გაგრძელდა, მერწმუნეთ, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს. ერთია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოციალური ჯგუფების მიზნობრივ დახმარებაზე, მაგალითად, ტურიზმში დასაქმებულების, გიდების და ა.შ. არა, ეს დრო გავიდა. ახლა ჩვენ გვჭირდება ფართო სოციალური ჯგუფების დახმარება“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო