პრემიერი 17 წლის ჩათვლით ბავშვების დახმარებაზე - მანახეთ ერთი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ეს არასწორი ნაბიჯია - თვალებში მინდა ჩავხედო!

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ 17 წლის ჩათვლით ბავშვების ერთჯერადად, 200 ლარით დახმარება.

როგორც გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ეს დახმარება განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველებზეა გათვლილი.

„17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს, იმის მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილი არის, 200 ლარი დაერიცხება. შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ამ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, უარს იტყვიან. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 ათასი ბავშვი, განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში, რომელმაც ეკონომიკური კრიზისის დარტყმას უნდა გაუძლოს, ყველაფერთან ერთად ნორმალურ სასწავლო პროცესში შევიდეს. დამანახეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ როდესაც ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტი სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, განათლება უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, 17 წლის ჩათვლით ბავშვი ერთჯერადად 200- ლარიან დამხარებას მიიღებს. გახარიას თქმით, კრიზისის პერიოდში ბავშვების სოციალური დახმარების კუთხით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა