პრემიერი - მოქალაქეებთან და ივანიშვილთან ერთად, შევძელით STOPCOV ფონდში ფინანსების მობილიზება, ამან შესაძლებლობა მოგვცა წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია

საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, შევძელით STOPCOV ფონდში ფინანსების მობილიზება, ამან შესაძლებლობა მოგვცა წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას მოსახლეობის დახმარებისთვის პროგრამების შემუშავების საშუალება ფონდთან ერთად, იმანაც მისცა, რომ „მთავრობა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწოდებებს“ არ აჰყვა და არაგონივრული კომპენსაციები არ გასცა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ პროგრამების განხორციელება შესაძლებელი გახდა ორი მიზეზის გამო. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწოდებების ქვეშ, პირველივე დღეებში არაგონივრული დაპირებები არ გავეცით და არაგონივრული კომპენსაციები არ გავეცით და მეორე, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, შევძელით STOPCOV ფონდში ფინანსების მობილიზება, ამან შესაძლებლობა მოგვცა წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია. მერწმუნეთ, დღევანდელი დინამიკით, როგორც მიდის გლობალური განვითარება, როგორც პანდემიასთან ბრძოლის, ასევე ეკონომიკური კრიზისის, ჩვენ მსგავსი გამოწვევების წინაშე შემდეგ წელსაც დავდგებით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ჩვენი პოლიტიკა კიდევ უფრო გონივრული და პასუხისმგებლიანი იყოს. მინდა გაგახსენოთ ის მოწოდებები, სამი თვის წინ, როდესაც 1200 ლარიან დახმარებაზე ვსაუბრობდით 6 თვით იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა, მოწოდება იყო, ძალიან ცოტააო. გონივრულობას თავი რომ დავანებოთ, თანმიმდევრულობა ხომ უნდა იყოს ამ ყველაფერში“,-აცხადებს გახარია.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს