გიორგი გახარიას განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, არავის მისცემს უფლებას გაგრძელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც მისივე შეფასებით, დღეს უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ ხორციელდება.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტის გამო. უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა გოგოს, საქართველოს მოქალაქეს ვკარგავთ. რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ ოჯახს. ეს არ არის მხოლოდ ოჯახის, ქვეყნის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყანაში ასეთი ფაქტები ხდება. გარდა ამისა, მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას. მე არავის მივცემ უფლებას გაგრძელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ხორციელდება ჩვენს თვალწინ. ჩვენ ყველას, თითოეულ მოქალაქეს, ყველა ადამიანს უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ. ამიტომ არავის ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშობლებთან ერთად ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს. რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა, მას შემდგომ, რაც გამოძიება დასრულდება, შეხვედრის მე არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ინსტიტუტების და მშობლების წინაშე“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა