გიგი უგულავა - გახარიას ვითომ წყალობა არის  ფარისევლობა და ტყუილი - ასე სამათხოვროდ, წყალობით, ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს!

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, ქართულმა ოცნებამ“ თითქმის ორჯერ გააღარიბა საქართველოს მოქალაქეები და ამ ფონზე მათთვის „წყალობის გაღება“ ფარისევლობა და ტყუილია. მან მოქალაქეებს მიმართა, რომ ხელისუფლებას ყველაფერი გამოართვან, რაც შესაძლებელია, რადგან უგულავას თქმით, ეს ყველაფერი ხალხს ეკუთვნის და არა გიორგი გახარიას ან ბიძინა ივანიშვილს.

„ქართულმა ოცნებამ“ თითქმის ორჯერ გააღარიბა საქართველო და მისი მოქალაქეები. ამ ფონზე, გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი და ერთადერთ რამეს მიანიშნებს - ხალხნო, თუ გინდათ ასეთ, პირდაპირ ვთქვათ, ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, ზუსტად ასე, მთელი ერთი წლის მანძილზე, როგორც სახრეს ურტყამდით, ასე უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ არ გადავირჩევთ, ეს მთავრობა სხვაზე არ რეაგირებს. ამიტომ, გამოართვით ყველას ყველაფერი იმიტომ, რომ ეს გეკუთვნით თქვენ და არა გახარიას ან ივანიშვილს. არჩევნებზე გააკეთეთ სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ასე სამათხოვროდ, წყალობით, ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს. ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ თქვენი ქონება, ყვავს კაკალი გააგდებინეთ პირიდან და არჩევნებზე შემოხაზეთ ოპოზიცია, გავუშვათ ეს უმაქნისები და მავნებლები, გავიყვანოთ ქვეყანა გამარჯვებისა და განვითარების გზაზე“, - განაცხადა უგულავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს