გიორგი ვაშაძე - აშშ-მ  დამსხვრეული ოცნებების მთავრობას წითელი ბარათი აჩვენა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამსხვრეული ოცნებების მთავრობას წითელი ბარათი აჩვენა. მრავალი წლის განმავლობაში საქართველო ამაყობდა აშშ-სთან ახლო მოკავშირეობით, თუმცა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ დაკარგა ჩვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერის ნდობა, - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, აშშ-ის კონგრესი მოითხოვს გამოძიებას, საქართველოში კანონის უზენაესობისა და კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერას.

„აშშ-ის კონგრესი მოითხოვს გამოძიებას, კანონის უზენაესობისა და კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერას და შესაძლოა, სანქციების მიზეზი გახდეს. საქართველოს დასავლური კურსი დიდ საფრთხეშია, ისევე როგორც უცხოური ინვესტიციები და ათი ათასობით სამუშაო ადგილი. ქვეყნის გაღარიბების შემდეგ, ამ მთავრობამ კიდევ ერთი ქართული ოცნება, დასავლური სამყაროს ღირსეული წევრობა დაამსხვრია. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ქვეყნის დაღმასვლა და ვაჩვენოთ აშშ-სა და ევროპას, რომ ჩვენ, მოქალაქეები მივიღებთ გადაწყვეტილებას მომავალზე, რომლითაც ვიამაყებთ და არ დავჯერდებით დამსხვრეულ ოცნებებს. დამსხვრეული ოცნებების პარტია სერიოზულ საფრთხედ იქცა ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება მალე და ქვეყნისთვის ნაკლები ზიანით ჩამოვაშოროთ ისინი ხელისუფლებას“, - განაცახდა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მომზადებული დოკუმენტი სახელმწიფო მდივანს საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადების ვადებსა და წესს უსაზღვრავს.

დოკუმენტში, რომლის სახელწოდებაა „2021 წლის ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“, ერთ-ერთ თავში სახელწოდებით - „საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერის შესახებ ანგარიში“ შემდეგი პუნქტების ჩამონათვალია:

1) აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას დემოკრატიული ღირებულებების მიმდინარე განვითარებაში, საარჩევნო რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის გზაზე და ძალისხმევაში, რომ საქართველოს კერძო სექტორმა შეასრულოს საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტები, მათ შორის უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მიღებისა და დაცვის სახით;

2) გაგრძელდეს მჭიდრო მუშაობა საქართველოს მთავრობასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის კუთხით, რათა გაიზარდოს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები, პარტნიორ ქვეყნებთან ოპერაციული შეთავსებადობა, ომის კანონების ზედმიწევნით დაცვა და თავდაცვითი ინსტიტუტების გაძლიერება;

ამ კანონის მიღებიდან არა უგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც იქნება ანალიზი:

1) დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, 2) ასევე ეფექტურად ახორციელებს თუ არა საქართველო საარჩევნო რეფორმას, 3) წარმოდგენილია თუ არა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე ჩარევებისგან, 4) ეფექტურად ახორციელებს თუ არა საჭირო პოლიტიკას ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის საჯარო ინფორმაციაზე შეუფერხებლად წვდომის თვალსაზრისით, 5) იცავს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და მედიის თავისუფლებას, 6) ასევე სხვა ნებისმიერი სხვა საკითხი, რასაც სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა