ბაჩანა ლობჟანიძემ, რომელიც აცხადებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, შსს-სთვის დღეს ჩვენების მიცემა ვერ მოახერხა

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, შსს-სთვის დამატებითი ჩვენების სახით ინფორმაციის მისაწოდებლად სამინისტროში თავისი სურვილით მივიდა, თუმცა იმის გამო, რომ შესაბამისი პროცედურა არ ჰქონდა დაცული, ჩვენების მიცემა ვერ მოახერხა. როგორც ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მას გამოძიებისთვის კონკრეტული პირის, მიშო იაკობიძის შესახებ სურდა ინფორმაციის მიწოდება. ბაჩანა ლობჟანიძის განმარტებით, მიშო იაკობიძემ თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები თავისი სახსრებით აწარმოა.

„როგორც მიშო იაკობიძემ მითხრა სამძიმრის დღეს, თამარს ეძებდა თავისი სახსრებით ორშაბათ-სამშაბათს და მე მიჩნდება კითხვა, რაღაც ალიბი უნდა ჰქონოდა ურთიერთობის, რომ ასეთი აქტი გაეკეთებინა. ასევე, მე მანამდე, სანამ სამძიმარი იქნებოდა, ვნახე მიშო იაკობიძის „სთორი“, სადაც არის ინსტაგრამის მინაწერები, სადაც თამარი ამბობს, რომ კარგი იყო რაღაც ურთიერთობა თუ რაც იყო და მერე ეუბნება, რომ არ გაგრძელდება ასე, ანუ უარს ეუბნება.

მიმოწერის სქრინი მიშა იაკობიძის „სთორიზე“ იდო. მე უნდა გამეკეთებინა დამატებითი ჩვენება ამ და სხვა თემაზე,“- განაცხადა ლობჟანიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა