თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას გადაწყვეტილი აქვს, გამოძიება თვითმკვლელობის მიმართულებით წაიყვანოს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას გადაწყვეტილი აქვს, რომ გამოძიება თვითმკვლელობის მიმართულებით წაიყვანოს.

აღნიშნული განცხადება მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურასთან გააკეთა, სადაც გარდაცვლილის ოჯახთან ერთად იმყოფება. ადვოკატი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართავს, გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

„მთელი ლეპტოპი არის აბსოლუტურად გაუბედურებული. წაშლილია ყველაფერი და ეს არის მიმართება და გზა იქითკენ, რომ ამათ გადაწყვეტილი აქვთ, არ გამოიძიონ საქმე და პირდაპირ ამყარებს ინფორმაციას, რომ ხელს აფარებენ ამ ბავშვის მიერ იმ ინფორმაციის ფლობას და მკვლელობას, რაც მის მიმართ იქნა გამოყენებული. გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ არანაირი გამოძიება არ ჩატარდეს, არანაირი ჯგუფი არ გამოვლინდეს, ვინც მკვლელობა ჩაიდინა და აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ თვითმკვლელობის იქით არაფერს გამოიძიებენ.

მივმართავ გენერალურ პროკურორს. თუ მორალური, ზნეობრივი და ადამიანური თვისების ერთი მარცვალი მაინც აქვთ დარჩენილი, მიიღონ გადაწყვეტილება”,- განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, შსს-ს ფედერალურ ბიუროში გამოძიებაში ჩართვასთან დაკავშირებით წერილი არც გაუგზავნია.

„მას შემდეგ რაც FBI-ის ჩართვა მოვითხოვეთ, ვითომდა შსს მზად იყო. რომ მოვითხოვეთ, თუ რა წერილი გაუგზავნეს ამერიკის საელჩოს, მუშაობის რა არეალი იქნებოდა, წერილი არ უჩვენებიათ“,- განაცხადა რამიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო