ელენე ხოშტარია - ამოცანა უნდა იყოს არა დღეს და ხვალ ვინმეს მოთაფლვა, არამედ ეკონომიკის გაჯანსაღება

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას თავიდანვე ეტყობოდა, რომ ის წინასაარჩევნო დივიდენდებზე იყო გათვლილი. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, მთავრობის ამოცანა არა დღეს და ხვალ ვინმეს მოთაფლვა, არამედ ეკონომიკის გაჯანსაღება უნდა იყოს.

„თავიდანვე, ეს ანტიკრიზისული გეგმა როგორც შემოვიდა, ემჩნეოდა, რომ ეს იყო წინასაარჩევნო დივიდენდებზე გათვლილი. აქ პრობლემა რაშია? თავისთავად ადამიანებმა, ვისაც უჭირს უნდა მიიღონ დახმარება და აქ ოპოზიციაში ხარ თუ სად ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აქ არის რამდენიმე პრობლემა. პირველი, იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც გაგაჩნია და ის შეზღუდულია, რამდენად სამართლიანად და ოპტიმალურად ანაწილებ ამ ფულს და რამდენად იღებენ ის ადამიანები, რომლებსაც მართლა სჭირდებათ და მეორე, ეკონომიკა თუ არ გაჯანსაღდა არანაირი ბიუჯეტი და მითუმეტეს ვალად აღებული ფული, რომელიც მერე ისევ ხალხს დააწვება წნეხად, არ ეყოფა ჩვენი ოჯახების წელში გამართვას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა დღეს და ხვალ ვინმეს მოთაფლვა, არამედ ეკონომიკის გაჯანსაღება და აქ ვხედავ ძალიან ბევრ პრობლემას, რომელიც ეკონომიკას გრძელვადიან და სერიოზულ კრიზის შეუქმნის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს