თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო საკურორტო ზონებში კორონავირუსის შემთხვევების მატების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის საკურორტო ზონებში კორონავირუსის შემთხვევების მატების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

„ინფორმაცია საკურორტო ზონებში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება,“- განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა რუსულ სააგენტო TASS-თან საუბარში.

რამდენიმე რუსულმა მედია საშუალებამ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჯაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის საკურორტო ზონებში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 236 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 219 506 და დაღუპულია 5 784 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა