სალომე სამადაშვილი - ვფიქრობთ იმაზე, როგორ შეიძლება გამოყენებული იყოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი მაქსიმალურად

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. სამადაშვილის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება მიხეილ საააკშვილის პოლიტიკური რესურსი გამოყენებული იყოს.

კითხვაზე, განიხილება თუ არა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრად, სამადაშვილმა უპასუხა, რომ თუ როგორ ჩამოყალიბდება პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, ამას როცა მზად იქნებიან, საზოგადოებას მაშინ აცნობებენ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმაზე, როგორ შეიძლება გამოყენებული იყოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი მაქსიმალურად. ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულაში ვფიქრობთ, რომ ის გადამწყვეტ როლს ითამაშებს. კონკრეტულად როგორ ჩამოყალიბდება თავად მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის პოზიცია, ამას საზოგადოებას მაშინ ვაცნობებთ, როდესაც მზად ვიქნებით“,-განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს