„თავისუფალი საქართველო“ – 18 წლის ზემოთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს  საშუალებას ვაძლევთ ქვეყნის მართვის პროცესებში აქტიურად ჩაერთოს

„თავისუფალი საქართველო“ 18 წლის ზემოთ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს ქვეყნის მართვის პროცესებში აქტიურად ჩაერთოს. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, პარტია დეპუტატობის მსურველ კანდიდატებს იწვევს.

„თავისუფალი საქართველო“ ვიწრო შიდაპოლიტიკურ ინტერესებს არ განეკუთვნება. საპარლამენტო არჩევნებში, არა მხოლოდ პარტიულ, არამედ უპარტიო კანდიდატებსაც წარვადგენთ. ამიტომაც, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია პირადად მოგვმართოს დედაქალაქსა თუ რეგიონებში და აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი. პარტიის რიგებში პრივილეგირებული წევრები არ არსებობენ, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტებია: პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი და პიროვნული რეპუტაცია, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას უნდა მოხმარდეს. ვისაც მიაჩნია, რომ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მზად ვართ მასთან აქტიურად ვითანამშრომლოთ. იმ ოლქებში კი, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე მსურველი იქნება, ჩავატარებთ პრაიმერს, რომელიც საუკეთესოდან-საუკეთესო კანდიდატს გამოავლენს“, - აცხადებს კახა კუკავა.

„დაინტერესებულ მოქალაქეებს განაცხადების გამოგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის - Freegeorgia2010@gmail.com მეშვეობით. ასევე განცხადების ატვირთვა შესაძლებელია პარტიის ოფიციალურ „ფეისბუქ” გვერდზეც”, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს