ახალი სახელმწიფო მინისტრი - ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ გვადარდებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედი

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ გვადარდებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედი და ჩვენ ვართ დაინტერესებული მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით და პირდაპირი კონტაქტების დამყარებით, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალმა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, „ამ კონტექსტში წამოწყებული ინიციატივები უდავოდ გაგრძელდება“.

„ჩემი მიზანი კი იქნება გავაძლიერო ძალისხმევა, განვაგრძო მუშაობა უფრო მეტად ქმედით, შედეგზე ორიენტირებულ და ოპტიმალურ გზებზე, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის აღსადგენად. მჯერა, რომ არსებობს არსებული გამოწვევების ისეთი გადაწყვეტა, რომელიც აუცილებლად შეეხმიანება როგორც აფხაზური და ოსური, ასევე ქართული საზოგადოებების საერთო ინტერესებს და მჯერა, ამას წარმატებით გავართმევთ თავს, ვიპოვით ამ გზებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ეს მისწრაფება მიმართულია მავთულხლართებით და ფიზიკური ბარიერებით იზოლირებული მოსახლეობის დეიზოლაციისკენ. ამ პროცესში ჩვენ ვიქნებით ღია დიალოგისთვის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მხარდაჭერით და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგინა. როგორც გახარიამ განაცხადა, თეა ახვლედიანი აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო