დავით ზალკალიანი - მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას აქტუალური საკითხების უფრო მაღლა ამოსაწევად

ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას და ამ მაღალი ტრიბუნის გამოყენებას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების დღის წერიგში უფრო მაღლა ამოსაწევად, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებმაც გაეროს უშიშროების ფორმატში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმსჯელეს.

„ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ უშიშროების საბჭოს ფორმატს ძალიან აქტიურად ვიყენებთ, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს ტრიბუნას საერთაშორისო მრავალმხრივ ურთიერთობებში. გუშინდელი დისკუსია და მკაფიო განცხადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში. მე მინდა ეს ქვეყნები კიდევ ერთხელ ჩამოვთვალო. ეს არის ესტონეთი, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ირლანდია და ნორვეგია. სწორედ ამ ქვეყნების დელეგაციების ინიცირებით, ჩვენთან უშუალოდ თანამშრომლობით მოხდა საკითხის განხილვა და იყო ძალიან მკაფიო განცხადებები, მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომელიც არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ამ შეთანხმების იმპლემენტაცია. კიდევ ერთხელ იყო მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, კიდევ ერთხელ იყო საუბარი იმ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე, რომელიც არის შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საუბარი იყო ასევე დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც წარიმართა პანდემიის პერიოდში, კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებით და კიდევ ერთხელ იქნა აღნიშნული, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია და ეს დღევანდელი ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგს სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა