სალომე სამადაშვილი - საქართველოში შექმნილ  მდგომარეობასთან  დაკავშირებით განგაშმა ვაშინგტონში უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შესწორება აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ნიშნავს იმას, რომ საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებოით განგაშმა ვაშინგტონში უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია. მისი თქმით, ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ მოახლოებულ არჩევნებს ვაშინგტონი ბევრად უფრო დიდი ყურადღებით დააკვირდება.

„სიცრუეა, როდესაც უმრავლესობა საუბრობს იმაზე, თითქოს ეს შესწორებები არ გამოხატავს კონგრესის და წარმომადგენელთა პალატის შეხედულებას. როგორც ნახეთ, გუშინ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა სწორედ ის კანონპროექტი იმ შესწორებით, რომელზეც საუბარი არის, სადაც კონგრესი თხოვს სახელმწიფო დეპარტამენტს, წარადგინოს ანგარიში ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრობლემებთან დაკავშირებით. სიცრუეა, რომ ეს არაფერი საგანგაშო არ არის. თუ გადახედავთ, შეგიძლიათ შეისწავლოთ, ყოველ წელს, გასული წლების მანძილზე მიღებული მსგავსი აქტი როდესმე თუ აკეთებს რაიმე მსგავს ჩანაწერს, ნახავთ, რომ ასეთი ჩანაწერი არასდროს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთოებების ისტორიის მანძილზე, თავდაცვის თანამშრომლობის აქტში არანაირი მსგავსი ჩანაწერი არასდროს გაკეთებულა, ეს პირველად კეთდება. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განგაშმა ვაშინგტონში უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია. ეს ნიშნავს იმას, რომ მოახლოებულ არჩევნებს ვაშინგტონი დააკვირდება ბევრად უფრო დიდი ყურადღებით“,-განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ურცხვად იტყუება და შავით თეთრზე დაწერილ ტექსტზე ამბობს, რომ მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა