ახალდანიშნული მინისტრი - ჩვენი მოქალაქეების გატაცება არის კიდევ ერთი დესტრუქციული და ვერაგული გამომჟღავნება საოკუპაციო რეჟიმის

ჩვენი მოქალაქეების გატაცება არის კიდევ ერთი დესტრუქციული და ვერაგული გამომჟღავნება საოკუპაციო რეჟიმის, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ინტენსიურად ხორციელდება ძალისხმევა, როგორც ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლების მიმართულებით.

„ტახტისძირთან მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით ალბათ, უკვე იცით, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია და ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ძალიან დიდ ძალისხმევას, რომ გავზარდოთ საერთაშორისო წნეხი ამ საკითხებთან მიმართებაში. იგივე შეიძლება ვთქვა ჩვენი მოქალაქეების გატაცებასთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთი დესტრუქციული და ვერაგული გამომჟღავნება საოკუპაციო რეჟიმის. საქართველოს მთავრობა და ჩვენი უწყება სხვა უწყებებთან თანამშრომლობით ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ მალე მოხდეს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება“, - განაცხადა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა გუშინ ჩატარებულ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომას და აღნიშნა, რომ „ეს არის კიდევ ერთი დადასტურება საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის და არსებული კონფლიქტის მიმართ მზარდი და ძალიან დიდი ინტერესისა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა