მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - არც ახალგაზრდები ადარდებთ, არც გამოძიების შედეგები, მიზანი - რევანში, სამიზნე კი ისევ ბიძინა ივანიშვილია

არაფერი შეიძლება იყოს ისეთი ამორალური, როგორც ადამიანურ ტრაგედიასთან დაკავშირებით მოგონილი ამბების გამოყენება პოლიტიკური რევანშისთვის! მათ არც ახალგაზრდები ადარდებთ, არც გამოძიების შედეგები. მიზანი - რევანში, სამიზნე კი ისევ ბიძინა ივანიშვილია. ტყუილი და სპეკულაცია, განსაკუთრებით ასეთ თემებზე, უნდა იყოს უდიდესი სირცხვილი და საზოგადოების უმწვავესი რეაქციით ფასდებოდეს“,- წერს ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მამუკა მდინარაძე შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს ეხმაურება. მისი თქმით, ოპოზიციას არც ახალგაზრდები ადარდებს და არც გამოძიების შედეგები, მათი მიზანი - რევანში, სამიზნე კი ისევ ბიძინა ივანიშვილია.

„ჯერ ახალგაზრდა, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის დაკავშირება სცადეს ბიძინა ივანიშვილთან და ყველაზე წმინდას - ოჯახს, შვილს მიადგნენ... რა თქმა უნდა, უშედეგოდ - მალევე გაიშიფრნენ. ახლა, ოღონდ იგივე გაიმეორონ და ასევე გარდაცვლილ ადამიანს, თამარ ბაჩალიაშვილს მიაყენეს მძიმე შეურაცხყოფა, - დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია... სხვა მიზანი არასდროს ჰქონიათ. არც ახალგაზრდები ადარდებთ, არც გამოძიების შედეგები. მიზანი - რევანში, სამიზნე კი ისევ ბიძინა ივანიშვილია. აქამდე არ ინდობდნენ ცოცხლებს და ათას საშინელებას აბრალებდნენ, ახლა უკვე გარდაცვლილებსაც აღარ ერიდებიან. მორალურ სტანდარტებზე საუბარსაც თავი რომ დავანებოთ, ისეთ პრიმიტიულ ვერსიებს და სპეკულაციებს სთავაზობენ ხალხს, რომ ჩანს, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე და ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდნენ. აბსოლუტურად ყველას ვალია, საზოგადოების, თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში ჩვენი, ხელისუფლების, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად შევამციროთ მსგავსი შემთხვეების რისკები, ძალადობა, ქუჩის დანაშაულები და ა. შ.(მომხდარ შემთხვევებს, რა თქმა უნდა, სრულყოფილი გამოძიება ჭირდება, რაც კეთდება კიდეც), მეორე მხრივ კი ტყუილი და სპეკულაცია, განსაკუთრებით ასეთ თემებზე, უნდა იყოს უდიდესი სირცხვილი და საზოგადოების უმწვავესი რეაქციით ფასდებოდეს...“,-წერს მამუკა მდინარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო