ქართველი მუსიკოსები საკუთარ ფესტივალს აარსებენ

„ზაფხულის ღამის ჯაზი“ - ასე ქვია ფესტივალს, რომელსაც ქართველი მუსიკოსები აარსებენ. ფესტივალის სლოგანი იქნება „ეს ჩემი ფესტივალია“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათივე ცნობით, ფესტივალში მონაწილეობას 50-მდე საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ.

„პირველ 3 დღიან ფესტივალში, რომელიც ჩატარდება 2020 წლის 13,14,15 აგვისტოს, თბილისის ისტორიულ „არტოს ბაღში“, მონაწილეობას მიიღებს 50-მდე საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი, მათ შორის ზაზა მარჯანიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, მაია ბარათაშვილი, დათო ევგენიძე, ჯგუფი ქვინტესენსი, პაპუნა შარიქაძე, ზურა რამიშვილი, დინი ვირსალაძე, რეზო კიკნაძე, ლევან დეისაძე, უჩა მეტრეველი, ზაზა ცერცვაძე, ეკა დოლიძე, ხონძი, ლევან კემულარია, ჯორჯ მელი, გია რაქვიაშვილი, გიორგი სამსონაძე, დათო ჯაფარიძე, ლუკა თოფურია, ნიკა გაბაძე, ხატია ქორიძე, სოსო ცაგარეიშვილი, ლაშა დეისაძე, სანდრო კვაჭაძე, გია სალაღიშვილი, ჯონი თითირაშვილი, ვანიანო, გიო კაპანაძე, დათო გოგისვანიძე და სხვები.ფესტივალი ტარდება თბილისის მერიის პატრონაჟით. ფესტივალის ორგანიზატორები გახლავთ მუსიკოსთა კავშირი ZMG-ART და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა