დავით ზალკალიანი - აშშ-ის თავდაცვის უსაფრთხოების აქტი საქართველოსთან მიმართებით ცალკე ქვეთავს მოიცავს, სადაც არის უაღრესად პოზიტიური დეფინიციები და შეფასებები

აშშ-ის თავდაცვის უსაფრთხოების აქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით, ცალკე ქვეთავს მოიცავს და არის უაღრესად პოზიტიური დეფინიციები და შეფასებები, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სპეკულაციებს იმაზე, რომ აქ თითქოს რაღაც სანქციებზეა საუბარი, არასწორია.

„აქტში კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერილი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, მხარდაჭერილია არაღიარების პოლიტიკა. ხაზი აქვს გასმული რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავებას, საუბარია, საქართველოსთვის თავდაცვითი შესაძლებლობების დახმარების კუთხით თანამშრომლობის გაფართოებაზე. იმ კონტექსტში, სადაც არის საუბარი, რომ თავდაცვის მდივანმა სახელმწიფო მდივანთან ერთად, 180 დღის განმავლობაში, კონგრესს უნდა წარმოუდგინოს ანგარიში, იქ საუბარი არაა მხოლოდ საქართველოზე, საუბარია უკრაინაზეც, ბოსნია - ჰერცოგოვინაზე, მოლდოვაზე. საუბარია იმაზე, რომ ამ ანგარიშში უნდა იყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ არსებული სიტუაცია ასახული, მათი სტატუსი, იყოს საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში გარდაცვლილ ადამიანებთან დაკავშირებით. ასევე საუბარი უნდა იყოს არსებულ უსაფრთხოების სიტუაციაზე. ამ 180 დღის ანგარიშში უნდა იყოს ხაზგასმული და გამოყოფილი ამ ქვეყნებთან მიმართებით რა სახის ეკონომიკურ დახმარებას უწევდა აშშ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და კერძოდ, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში დახმარებაზე. ბუნებრივია, საუბარია ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და კანონის უზენაესობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებთან მიმართებით, ასევე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამაში გასაკვირი არაფერი არაა, რადგან ეს არის თანხა, რომელსაც აშშ ხარჯავს კონკერტულად ამ ქვეყნებთან მიმართებით. სახელმწიფო დეპარტამენტი, ისევე როგორც თავდაცვის დეპარტამენტი არის პასუხისმგებელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში და არის ვალდებული კონგრესს წარმოუდგინოს ანგარიში. სპეკულაციებს იმაზე, რომ აქ თითქოს რაღაც სანქციებზეა საუბარი, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმაც დაუსვა წერტილი.

ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ნახეთ კიდეც, რომ ყოველგვარი შესწორებების გარეშე გავიდა სენატის ვერსიაში. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა