მაია ცქიტიშვილი - ოპოზიციის ბრალდება წმინდა წყლის სპეკულაციებია - მოქალაქეებზე ზრუნვას გავაგრძელებთ წინასაარჩევნო პერიოდშიც და საარჩევნო პერიოდშიც

სპეკულაციები და ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ღონისძიებებს აქვს წინასაარჩევნო ხასიათი, რა თქმა უნდა, აზრს და საფუძველს მოკლებულია, - ასე ეხმაურება ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ოპოზიციის განცხადებებს მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარებების პაკეტთან დაკავშირებით.

ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები აძლევს მოქალაქეებს საშუალებას, განსაჯონ და შეაფასონ, რამდენად გულწრფელები არიან პოლიტიკოსები და მართლა ზრუნავს თუ არა ოპოზიცია მოსახლეობაზე.

„შეგახსენებთ, რომ სამი თვის წინ ჩვენ ოპოზიციისგან საპირისპირო ბრალდებები გვესმოდა, რომ სახელმწიფო არ ზრუნავდა თვითდასაქმებულებზე, სახელმწიფო არ ზრუნავდა სტუდენტებზე, სახელმწიფო არ ზრუნავდა ბავშვებიან ოჯახებზე და ასევე ბევრი ბრალდება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო არ იყენებდა მის ხელთ არსებულ რესურსს იმისთვის, რომ გაგვეწია დახმარება სწორედ იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებსაც დღეს უკვე ვთავაზობთ შემუშავებულ, გააზრებულ და კარგად გათვლილ პაკეტს.

ასევე თქვენ გახსოვთ, რომ მარტში, როდესაც კოვიდი დაიწყო და ეპიდემიოლოგიური ფონი გვქონდა, როდესაც პირველი პაკეტი შევთავაზეთ მოსახლეობას, მაშინაც გვესმოდა ოპოზიციის მხრიდან არარეალური დაპირებები, არარეალური კრიტიკა. მაშინაც ვამბობდით, რომ ნებისმიერი ჩვენი დაპირება, ნებისმიერი ჩვენი პაკეტი ეფუძნება პირველ რიგში ჩვენს შესაძლებლობებს, ჩვენი ბიუჯეტის პარამეტრებს და რა თქმა უნდა, ის უნდა ყოფილიყო კარგად გათვლილი. სწორედ ამიტომ, ხანდახან შეიძლება ოპოზიციასთან შედარებით სახელმწიფოს ცოტა მეტი დრო სჭირდებოდეს გააზრებული და განხორციელებადი პაკეტი შესთავაზოს თავის მოქალაქეებს, რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები იმ ადამიანების მხრიდან, ვინც სწორედ ამ პაკეტის არგაცემის გამო აკრიტიკებდა მთავრობას. ოპოზიციის მიერ გაკეთებული კომენტარები 1-2 თვის წინ იძლევა საშუალებას შევაფასოთ ვინ ზრუნავს მოქალაქეებზე და ვინ იყენებს თუნდაც საპარლამენტო ტრიბუნას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის.

სპეკულაციები და ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ღონისძიებებს აქვს წინასაარჩევნო ხასიათი, რა თქმა უნდა, აზრს და საფუძველს მოკლებულია. პირველივე დღიდან ვზრუნავდით მოქალაქეებზე და ამ ზრუნვას გავაგრძელებთ ნებისმიერ პერიოდში - წინასაარჩევნო პერიოდშიც და საარჩევნო პერიოდშიც. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა, ჩვენი ვალი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს