„ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“ -  „შერატონ ბათუმში“  მარკ მენსონის წიგნის წარდგენა გაიმართება

14 აგვისტოს 19:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პროექტ "ლურჯი ოკეანის" ღონისძიება "ფეხებზე დაკიდების ხელოვნება" გაიმართება.

ღონისძიების სპიკერები იქნებიან:

დავით ჩიკვაიძე - "საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის" დამფუძნებელი და ტრენერი;

რევაზ კოპალაძე - კომპანია Caucasus Online-ის გენერალური დირექტორი;

ანდრო დგებუაძე - ტრენერი, ბლოგერი.

ღონისძიებაზე გაიმართება NEW YORK TIMES-ის ბესტსელერის, მარკ მენსონის "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების" წარდგენა.

ისტორიები, რომლებსაც ღონისძიების დროს მოისმენთ, დაგარწმუნებთ, რომ ბედნიერება სწორედ პრობლემის მოგვარებას მოაქვს; გაიგებთ, რომ წარმატების გზა სწორხაზოვანი სულაც არ არის.

„ეს წიგნი არის არაორდინალური თავისი შინაარსით. ჩემში ძალიან ბევრი მიმართულება შეცვალა და ბევრ რამეზე ჩამომიყალიბა აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება. რაღაცნაირი რევოლუციური წიგნია, თუნდაც მის ქვესათაურებს რომ გადავხედოთ. პირველივე გვხვდება, მაგალითად: Do Not Try (არ შეეცადო), რაც იმის ანტიპოდია, რასაც, ხშირად, სხვა წიგნებში ვკითხულობთ“, - დავით ჩიკვაიძე.

„ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების" პირველი 3000-ცალიანი ტირაჟი გამოცემიდან ერთ თვეში გაქრა წიგნის მაღაზიებიდან. ასეთი სამოტივაციო ჟანრის წიგნი, რომელმაც მკითხველში ძალიან მაღალი ინტერესი დაიმსახურა, ბრაიან თრეისის "შეჭამე ბაყაყის" შემდეგ, მეორე პრეცედენტია საქართველოში“, - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

მარკ მენსონი ამერიკელი სპიკერი და მწერალია, რომელმაც, თავდაპირველად, პირადი ონლაინბლოგი შექმნა და ვერც კი წარმოედგინა, რომ ვიღაც ენაბილწი ბოსტონელის, როგორც თვითონ ამბობს, "რაღაც მოჩმახული ცხოვრების აზრის შესახებ“ ასეთ წარმატებას მოუტანდა.

წიგნში, „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ ავტორი ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებაში გავრცელებულ ტენდენციას, რომელმაც მთელი თაობები მოწამლა და ჩააგონა ადამიანებს, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ თავის წარმოჩენაა საჭირო.

ღონისძიებაზე სპიკერები დავით ჩიკვაიძე, რევაზ კოპალაძე და ანდრო დგებუაძე ფეხებზე დაკიდების საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ.

ბილეთების შესაძენად გადადით მითითებულ ბმულზე: http://tkt.ge/BlueOcean

ღონისძიების ბმული: https://bit.ly/2XyPtjR

"ლურჯი ოკეანე" - ეს არის გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტი, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს და მიზნად ისახავს, წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების ქართველი მკითხველისთვის გაცნობის გზით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესგანათლებას შეუწყოს ხელი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა