ნინო ბურჯანაძე - მსურს მოსახლეობა გავაფრთხილო, საარჩევნო დაპირებებით არ მოტყუვდეს და ხელისუფლებას ტყუილზე აგებული ქულების ჩაწერის საშუალება არ მიეცეს

მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც მთავრობა გადადგამს, ჩვენი მოსახლეობის დასახმარებლად, მით უფრო თუ ეს შეეხება მოზარდებს, პენსიონრებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრემიერ გიორგი გახარიას მიერ დღეს გამოცხადებულ ანტიკრიზისული გეგმის მესამე ნაწილს.

ნინო ბურჯანაძე ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის ინიციატივას და აცხადებს, რომ კითხვის ნიშნები რჩება, რამდენად საკმარისია აღნიშნული დახმარება ან რამდენად ეფექტურად იქნება ის გაცემული.

„ის ირონია, რომელიც ახასიათებს ბატონ გახარიას, რომ ვინ გააქილიკებს ბავშვებისადმი გაცემულ დახმარებასო, მსურს პრემიერს შევახსენო, რომ 150 ათასი მშიერი ბავშვი ჰყავს ქვეყანას, რომლის მმართველი 7 მილიარდის პატრონია. ამიტომ, კი არავინ ვაქილიკებთ თუ ხელისუფლება ბავშვებს დაეხმარება, მაგრამ თავსაც ნუ გვამადლიან, მაშინ როდესაც 150 ათასი მშიერი ბავშვი გვყავს და თურმე მათი დახმარება ხელისუფლებას, მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება.

როდესაც დახმარების პირველი და მეორე ეტაპი არ არის სრულად გაცემული, მესამე ეტაპზე გადასვლის შესახებ მთავრობის განცხადება მხოლოდ პიარია.

ასევე მინდა საზოგადოებას მივმართო: გაიხსენეთ 2012, 2016, 2018 წლებში „ქართული ოცნების" მიერ გაცემული დაპირებებიდან რომელი ერთი შესრულდა. არჩევნების წინ ახსენდებით, არჩევნების შემდეგ ავიწყდებით.

იმედი მაქვს ეს დაპირება ნაწილობრივ მაინც შესრულდება, მაგრამ მსურს მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ ამ საარჩევნო დაპირებებით არ მოტყუვდეს და ხელისუფლებას თავის სასიკეთოდ ტყუილზე აგებული ქულების ჩაწერის საშუალება არ მიეცეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს