„ევროპული საქართველოს"  ლიდერები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდებიან

„ევროპული საქართველოს" ლიდერები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს იმის ილუზია აქვს, რომ არჩევნებში ძალადობის, ამომრჩევლის მოსყიდვის ან სხვა მსგავსი გზით „გაძვრება", თუმცა ბოკერიას მიაჩნია, რომ ეს არ მოხდება.

„ძალადობა, თავისუფალი არჩევანის შიში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მოსყიდვა, ყველა ამ საკითხის იგნორირება მოხდა, რაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში იყო. ივანიშვილის რეჟიმს ილუზია აქვს, რომ ისევ ამ მეთოდებით გაძვრება, თუმცა, ეს ვერ მოხდება. ბუნებრივია, ყველა ამ საკითხზე გვექნება საუბარი. მთელი რიგი კომპლექტია არსებითი საკითხების.

მთავარი არის პოლიტიკური ნება, რომელიც არ არსებობს, რომ ნორმალური ან სამართლიანი ნორმალური თამაშის წესები მიიღოს ივანიშვილის რეჟიმმა. თუმცა, ამას ივანიშვილის რეჟიმს ჩვენი საზოგადოება აიძულებს", - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა