ჩინურმა კომპანიამ AstraZeneca-სთან კორონავირუსის ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმა

ჩინურმა კომპანია Shenzhen Kangtai -მა ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან პოტენციური ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

შეთანხმების თანახმად, ჩინური კომპანია ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ჩინეთისთვის წარმოებას დაიწყებს.

ჩინეთის ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად Shenzhen Kangtai-ი მიმდინარე წლის ბოლომდე AstraZeneca-სა და ოქსფორდის მეცნიერების მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის, AZD1222-ის, 100 მილიონ დოზას გამოუშვებს. მომავალი წლის ბოლომდე კი წარმოებას მინიმუმ 200 მილიონ დოზამდე გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით მსოფლიოში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინა არ არის ოფიციალურად დამტკიცებული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა