არჩილ თალაკვაძე - ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ ოჯახზე და იმედი გვაქვს, რომ ერთად შევძლებთ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვას

როგორც ჩანს, პანდემიის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე კიდევ გაგრძელდება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ჩვენი ეკონომიკის აღდგენა, ადამიანები დაბრუნდნენ სამსახურებში, აღდგეს სასწავლო პროცესი, ყველა სოციალური, ეკონომიკური ფუნქცია განახლდეს ისე, როგორც ეს პანდემიამდე იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე მთავრობის სოციალურ ინიციატივებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების გვერდით იქნება.

„გლობალური პანდემიის პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა გახლდათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, ასევე, იმ ოჯახების სოციალური და ეკონომიკური დახმარება, ვინც ყველაზე მეტად დააზარალა პანდემიამ. ჩვენ ვაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს თანამოქალაქეებზე. ამიტომ, დღეს მივიღეთ ახალი გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით. ყველა ბავშვი სასწავლო პროცესის დაწყებამდე მიიღებს ერთჯერად ორას ლარიან დახმარებას. ჩვენ ასევე, გადავწყვიტეთ, რომ დავეხმაროთ დამატებით სამასი ლარით ერთჯერადად 80 ათას თვითდასაქმებულ ადამიანს და გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ სტუდენტებს, 150 ათასი სოციალური ქულის ფარგლებში, ყველა სტუდენტი მიიღებს ერთი სემესტრის დაფინანსებას სახელმწიფოსგან, დამატებით, ის სტუდენტები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტების სტატუსი გადაუხდელობის გამო, მიიღებენ სახელმწიფოსგან ერთწლიანი საფასურის დახმარებას, რაც 1225 ლარს მოიცავს. ასევე, ნოემბერ-თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო დაფარავს ყველა ოჯახის კომუნალურ გადასახადს დადგენილი ლიმიტის ფარგლებში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა