თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ახალი გამოცემა და ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა

დედაქალაქის საკრებულოში, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ახალი გამოცემის „ილია და თბილისის“ წარდგენა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ახალი გამოცემა, მუშაობის ოთხი წლის ანგარიში, განახლებული ვებგვერდი და მომდევნო ოთხი წლის სამუშაო სტრატეგია თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ წარადგინა.

ღონისძებას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები მარიკა დარჩია და თამარ ტალიაშვილი.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისი ძალისხმევითაც ამ ოთხი წლის განმავლობაში, არამხოლოდ ახალი სამუზეუმო სივრცეები შეიქნა დედაქალაქში, არამედ სისტემური ცვლილებები განხორციელდა. მადლობა თბილისის მუზეუმების გაერთიანების ყველა თანამშრომელს, რომლებმაც უდიდესი ზრუნვით შემოგვინახეს ჩვენი ისტორია. სასიხარულოა, რომ დღეს ეს გაერთიანება არის თანამედროვე ორგანიზაცია, რომელიც ყველა გამოწვევას პასუხობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განახლებული მუზეუმები თანამედროვე სტანდარტებითაა წარმოდგენილი და ფართო აუდიტორიის ინტერესებზეა მორგებული“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

„ილია და თბილისი“ მუზეუმების გაერთიანების რიგით მეშვიდე გამოცემაა, რომელიც სერია „თბილისის“ მეორე წიგნია. სერიის პირველი გამოცემა საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი „გალაკტიონი და თბილისია“. გარდა სამუზეუმო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებისა, გაერთიანება აქტიურად მუშაობს საგამომცებლო მიმართულებით.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება დედაქალაქის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, თბილისის 9 მემორიალური მუზეუმის რეორგანიზაციის (გაერთიანების) შედეგად, 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობაა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს