პრემიერის მრჩეველი - თითოეული ანტიკრიზისული ღონისძიება მთავრობამ განახორციელა მაქსიმალურად რაციონალურად, რესურსების მიზნობრივად გამოყენებით

მთავრობისთვის ორი მთავარი პრიორიტეტი იყო ის, რომ პირველ რიგში ეზრუნა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და შემდეგ - ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაზე; პარალელურად, მთავრობა დგამდა ნაბიჯებს იდენტიფიცირებული გამოწვევების საპასუხოდ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, დღეს შესამჩნევია, რომ გარემო გაუარესდა და ამას მოწმობს საერთაშორისო მასშტაბით არსებული გაურკვევლობის მაღალი ხარისხი.

„ჩვენ შევძელით პანდემიის შედარებით ეფექტიანად მართვა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა და ამ პირობებში შეგვიძლია ვისაუბროთ მწირი ეკონომიკური რესურსების სამართლიანად გადანაწილების პრიორიტეტულობაზე მთავრობისთვის, რასაც მთავრობა ახორციელებს კიდეც. რაც შეეხება მომდევნო ეტაპებს, დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, მკაფიოდ ადასტურებს ერთ პოზიციას, რომ მაგალითად აპრილის შეფასება, გლობალური ეკონომიკის შემცირებასთან დაკავშირებით, ივნისში გაუარესდა, როდესაც ახალი შეფასება გამოაქვეყნა სავალუტო ფონდმა. რაც ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფაქტობროვად 3 თვეში გლობალური ეკონომიკის შეფასება გაუარესებისკენ გადაიხედა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კრიზისი გრძელდება და ერთის მხრივ არსებობს რაციონალური მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებშიც, მომდევნო წლის განმავლობაშიც საჭირო იქნება გარკვეული ანტიკრიზისული ღონისძიებები. თითოეული ანტიკრიზისული ღონისძიება, რომელიც მთავრობამ განახორციელა, განახორციელა მაქსიმალურად რაციონალურად, რესურსების მაქსიმალურად მიზნობრივად გამოყენებით და იმ კონკრეტული გამოწვევების პირობებში, რა გამოწვევებიც კონკრეტულ მომენტში გვქონდა“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა