ბექა ლილუაშვილი - რაციონალური პოლიტიკური კრიტიკის სივრცე ამოწურულია, იმიტომ, რომ თითოეული ღონისძიება, მაგალითად კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ეს არის მასშტაბით უპრეცენდენტო

დღეს რაციონალური პოლიტიკური კრიტიკის სივრცე ამოწურულია, იმიტომ, რომ თითოეული ღონისძიება, მაგალითად კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ეს არის მასშტაბით უპრეცენდენტო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება შეეხება ყველა იმ ოჯახს, რომელიც მოიხმარს კონკრეტულ მაჩვენებელზე ნაკლებს და სახელმწიფო ზამთრის მძიმე თვეებში მათ ამ ფორმით დაეხმარება.

„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რამდენად შეუძლია ქვეყანას კიდევ უფრო მეტი მისცეს თავის მოქალაქეებს და მერწმუნეთ, ამის პოლიტიკური განწყობა და მოტივაცია არის ძალიან მაღალი, თუმცა ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ რესურსებიდან, რაც გვაქვს, გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, ეს ვერ იქნება საკმარისი უმუშევრობისა და იმ ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და ეს მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დაგვიმძიმდეს, თუმცა ჩვენ უნდა ვისაუბროთ ალტერნატივებზე, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა უკეთესი. ამასთან დაკავშირებით იყო უამრავი კრიტიკა. დღეს უბრალოდ რაციონალური პოლიტიკური კრიტიკის სივრცე ამოწურულია, იმიტომ, რომ თითოეული ეს ღონისძიება, მაგალითად კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ეს არის მასშტაბით უპრეცენდენტო ღონისძიება, რომელიც შეეხება ყველა იმ ოჯახს, რომელიც მოიხმარს კონკრეტულ მაჩვენებელზე ნაკლებს და სახელმწიფო მათ ამ კონტექსტით დაეხმარება ზამთრის მძიმე თვეებში“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა