გერმანიაში ჩამსვლელი ყველა მოქალაქისთვის კორონავირუსზე ტესტის გავლა სავალდებულო ხდება

გერმანიაში ჩამსვლელი ყველა მოქალაქისთვის კორონავირუსზე ტესტის გაკეთება 8 აგვისტოდან სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBС-ი გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღო.

იენს შპანის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიზეზი საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები და სოციალური დისტანცირების წესების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებაა.

ცნობისათვის, გერმანიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო სამი თვის მანძილზე, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც, მათ შორის: საბერძნეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში.

ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)