შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებზე იმსჯელეს

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებების შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოს აქვს საერთაშორისო აღიარება და მხარდაჭერა.

ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომებს, რომლებიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა.

„მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში არის მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა, სხდომა შედგა ჩვენი ხელმძღვანელობით, საქართველო ხელმძღვანელობდა ერთი წლის განმავლობაში ამ ასამბლეის საქმიანობას. შევაჯამეთ ის შედეგები, რაც გვქონდა, ასევე, ვიმსჯელეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. საქართველოს აქვს საერთაშორისო აღიარება და მხარდაჭერა. გლობალური პანდემიის პირობებში ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ეფექტურად შევძელით საჭირო ზომების მიღება და რისკების კონტროლი, ვირუსის გავრცელების შეკავება, მეორეს მხრივ, გვესმის, რომ გლობალური პანდემია არის საერთაშორისო გამოწვევა და მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყანა ამას ვერ დაამარცხებს და ამას სჭირდება კოორდინირებული პასუხი და ამ შემთხვევაში, ჩვენი გამოცდილება, ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შევძელით, არის საინტერესო ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვისაც“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სხდომებზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტსა და აპარატის დებულებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ასამბლეის გასული წლის საბიუჯეტო საკითხები. წარმოდგენილ იქნა მოხსენება იმ საერთაშორისო ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ, რომლებშიც ასამბლეის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც არჩილ თალაკვაძემ მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საქართველოს მიერ კოვიდ 19-თან ბრძოლაში მიღწეული წარმატება და პანდემიის შეკავებასთან დაკავშირებული გამოცდილების მეგობარი ქვეყნებისთვის გაზიარების მნიშვნელობა.

გენერალური ასამბლეა მუშაობას პლენარული სესიის ფორმატში აგრძელებს, რომლის დასრულებისას საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარეობას მომდევნო 6 თვის ვადით საბერძნეთს გადააბარებს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია