ევროკავშირი ლიბანის დასახმარებლად 33 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკომისია ლიბანის დასახმარებლად პირველ ეტაპზე 33 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„პრემიერ-მინისტრ ჰასან დიაბს ვესაუბრე და ლიბანელი ხალხის მიმართ ევროკავშირის სამძიმარი და მხარდაჭერა გამოვხატე. ევროკავშირის კომისია პირველადი გადაუდებელი საჭიროებებისთვის 33 მილიონი ევროს მობილიზებას ახდენს და მომავალი დახმარების საკითხსაც განიხილავს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 137-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 5 000-ს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, 300 000-მდე მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა, უბედური შემთხვევისგან მიყენებული მატერიალური ზარალი კი, სავარაუდოდ, 5 მილიარდ დოლარს აღწევს.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი