გია ხუხაშვილი - თუ გინდა ეკონომიკური განვითარება მიიღო, ადამიანს თევზი კი არ უნდა მისცე, რომელსაც შეჭამს და ისევ მოშივდება, არამედ ანკესი უნდა მისცე

თუ გინდა გრძელვადიანი, ნორმალური ეკონომიკური განვითარება მიიღო და ადამიანიც კმაყოფილი გყავდეს მუდმივად, თევზი კი არ უნდა მისცე, რომელსაც შეჭამს და ისევ მოშივდება, არამედ ანკესი უნდა მისცე, ეკონომიკა აამუშავო, - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მთავრობის ანტიკრიზისული სოციალური მხარდაჭერის მესამე ეტაპი.

როგორც ის ამბობს, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება სამართლებრივ ენაზე ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება, თუმცა, ხუხაშვილი იმასაც არ გამორიცხავს, რომ ეს დახმარების პაკეტი პოლიტიკურად იყოს მოტივირებული.

„როცა ქვეყანაში ტოტალური გაჭირვებაა, კონსტიტუციური ვალდებულებაც კია ხელისუფლების, რომ სერიოზული სოციალური პაკეტები შექმნას და ადამიანებს დაეხმაროს. მე არ მგონია სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სამართლებრივ ენაზე გადაითარგმნოს როგორც მოსყიდვა. თუმცა, მე იმას არ გამოვირცხავ რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურადაა მოტივირებული. ამ ქვეყნის მოქალაქეებს მორალური უფლება არ გვაქვს, ვისაუბროთ იმაზე, რომ გაჭირვებულ ადამიანს არ დაეხმაროს ვიღაცა. პრობლემა სხვა რამეშია, როცა ამხელა თანხა გამოდის ბაზარზე და არ არის ეკონომიკური ზრდით გამაგრებული, პირიქით, კიდევ ეკონომიკური ვარდნა გვაქვს ქვეყანაში, ეს ინფლაციურ პროცესებს სერიოზულ ბიძგს მისცემს ანუ ის ადამიანი, ვისაც დღეს დაეხმარება, საშუალოვადიან პერიოდში უფრო გაღარიბდება. მისი შემოსავლები კიდევ უფრო დაიკლებს სამომხმარებლო კალათასთან მიმართებით ანუ საშუალო სტატისტიკური ქართველი კიდევ უფრო გაღარიბდება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ ეს დახმარება იქნება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლების ამოცანაა, ოქტომბრის არჩევნების გადაგორება.

„მე ამ სოციალურ პაკეტს არ ვაკრიტიკებ. მაგრამ ხელისუფლება ფიქრობს, გადააგოროს ეს არჩევნები და შემდეგ ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი. ჩვენთან მთავარი პრობლემა არის პოლიტიკურ ინტერესს დამორჩილებული სახელმწიფო პოლიტიკა. რაც სახელმწიფოებრივად დამანგრეველია, მაგრამ დამახასიათებელი ქართული პოლიტიკური ელიტისთვის. ჩვენ გვაყვს ხელისუფლება, რომელიც გრძელ ვადაზე არ ფიქრობს. თქვენ გგონიათ თვითონ ვერ ხვდებიან ამით რამხელა ეკონომიკურ ზიანს აყენებენ ქვეყანას?! ახლა გადავაგორო და მერე რა იქნება მერე ვიფიქრებო, ასე ფიქრობს ახლა. ეს პოლიტიკა რომ მოდი, მე დღეს თევზი ვაჭამო ადამიანს და დღეს მყავდეს მაძღარი, კმაყოფილი, ხმა მომცეს დღეს და ხვალ თუ გინდა შიმშილით მომკვდარა, ასეთი პოლიტიკა ტარდება“, - განაცხადა ხუხაშვილმაა.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო