დიმიტრი ხუნდაძე - მიზანია, დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა და თავიდან ავიცილოთ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაძლო გაუარესება

საქართველო ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, პანდემიის გამო საკმაოდ რთულ პერიოდს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოზიტიური, სხვებისგან გამორჩეული შედეგი დავდეთ, შესაძლოა, განვითარდეს მეორე ტალღა, რაც ძალიან საყურადღებოა. ეს შედეგი ბოლომდეა მისატანი“, - ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კონკრეტული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მათი მხარდაჭერა.

„ამიტომ განხორციელდა ფინანსური დახმარებების პირველი ეტაპი კონკრეტულ ოჯახებზე, ეს იყო კომუნალური გადასახადები და სხვა დახმარებები. დღეს არის მეორე ეტაპი. იყო მოლოდინი, რომ პოზიტიური ეპიდვითარების გამო, შესაძლებელი იქნებოდა ტურიზმი ამოქმედებულიყო, საწარმოები გახსნილიყო, სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობა უფრო მაღალ ნიშნულზე ასულიყო, მაგრამ მოსალოდნელმა მეორე ტალღამ ეს მოლოდინები შეცვალა. ამიტომ აუცილებელია თითოეული ოჯახის, განსაკუთრებით, იმ მიზნობრივი ჯგუფების დახარება, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ამ ეტაზე და ამ ვითარებაში აუცილებლად ესაჭიროებათ მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ასეთი დახმარება იქნება, მით უმეტეს, რომ ახლოვდება ზამთრის სეზონი და ზამთარში კომუნალური გადასახადები არის უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დახმარება არის მნიშვნელოვანი. ასევე, ზოგადი სიღარიბის ფონზე, როცა ბავშვთა სიღარიბე უფრო მნიშვნელოვანია, უფრო თვალშისაცემია, ბავშვებსა და მოზარდებზე ამ ტიპის დახმარებები მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს კონკრეტული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ორი მიზანია მისაღწევი: დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა და ხელი შევუწყოთ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაძლო გაუარესების თავიდან აცილებას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა