ეროვნული ბანკი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტებს აქვეყნებს

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ სამართლებრივი აქტის პროექტებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნულ წესებში გაწერილი მოთხოვნები წარმოადგენს ინვესტორთა უფლებების დაცვის მექანიზმს, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოს და, თავის მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.

„ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის" წესი.

სებ-ის ინფორმაციით, წესი მიზნად ისახავს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის შესახებ ინვესტორთათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაც მათ, ერთი მხრივ გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო მეორე მხრივ თავიანთი უფლებების ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება.

„პერიოდული ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განახლებული წესი აზუსტებს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების საანგარიშგებო მოთხოვნებს. გარდა ამისა, კომპანიის კაპიტალისა და ხმის მიცემის სტრუქტურის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ზუსტდება მოთხოვნები საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობასთან დაკავშირებით. დამატებით, თანაბარი მოპყრობის პრინციპზე დაფუძნებით, იმისთვის, რომ ინვესტორებმა სრულყოფილად შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება, განიმარტება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმართ.

წესის ძალაში შესვლისთანავე გაუქმდება შემდეგი წესები: „ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №78/04 ბრძანება და "ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ანგარიშის წარდგენისა და ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენისა და მისი ცვლილებების საჯაროობის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, 2010 წლის 22 თებერვლის N 21/01 ბრძანება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე- https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=4009

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა