ანრი ოხანაშვილი - თუ საკუთარი ხალხის ბედი არ გაღელვებს, პოლიტიკურად ყველაფრის მკადრებელი ხარ და ყველაფერს იტყვი

თუ საკუთარი ხალხის ბედი არ გაღელვებს, პოლიტიკურად ყველაფრის მკადრებელი ხარ და ყველაფერს იტყვი. ეს იმ პოლიტიკოსების გასაგონად, რომლებიც ამბობენ, თითქოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სოციალური პაკეტი არის რაღაც პოლიტიკური მოსყიდვა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, აბსურდია საუბარი საარჩევნო მოსყიდვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კოლეგების მიერ სხდომათა დარბაზში იყო გამონათქვამები, თუ რატომ არ ეძლეოდა უფრო მეტი დახმარება ხალხს და უფრო ხანგრძლივად რატომ არ ხდებოდა თანხების გაცემა, რაზეც პრემიერ-მინისტრის პასუხი იყო, რომ მათ რჩევებს მთავრობა გაითვალისწინებდა და ისეთ პაკეტს შესთავაზებდა საზოგადოებას, რომელიც შეძლებისდაგვარად, შეუმსუბუქებდა მათ მდგომარეობას.

„ქართული ოცნების“ გუნდი არის ის ძალა, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში საზოგადოებას წინ ფარივით გადაეფარა, რათა მათ არ მიეღოთ დარტყმა და არ ყოფილიყო ეპიდაფეთქება. კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე მნიშვნელოვნად ზარალდება ეკონომიკა და ამ ეკონომიკის პირობებში, თუ ხარ სოლიდური ძალა და თუ გსურს, რომ საზოგადოებამ იგრძნოს ხელისუფლების მხრიდან დაცულობა, მან უნდა გააკეთოს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, იმ რესურსების ფარგლებში რაც შეგვეძლო, გადავეფარეთ ხალხს ფარად. ეს არის პასუხისმგებლობის მქონე ძალის უპირველესი მოვალეობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციური ჯგუფები ამბობდნენ იმასაც, რომ საჭიროა ანტიკრიზისული ბიუჯეტი, გეგმა და მეტი თანხა.

„ჩვენ ამას ვითვალისწინებთ თუმცა, მათი მოსაზრებების გარეშეც ძალიან კარგად ვგრძნობთ, ჩვენი საზოგადოების მაჯისცემას, რა უჭირთ, რა გამოწვევები აქვთ, რა პრობლემის წინაშე დადგნენ ისინი ამ კრიზისის დროს. ამიტომ, ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ხელისუფლება ყოველთვის იყოს ფხიზლად და მოწოდების სიმაღლეზე, რომ ხელისუფლება უნდა იყოს საკუთარი ხალხის ფარი. ის გასაჭირი, ის გამოწვევები, ის კრიზისი რაც შეიძლება ემუქრებოდეს საზოგადოებას და ქვეყანას, ხელისუფლებამ საკუთარ თავზე უნდა მიიღოს ეს დარტყმა. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვიღაც ვაიპოლიტიკოსების პოლიტიკურ სისულელეებზე საუბრის გამო დავკომპლექსდეთ და არ დავეხმაროთ ჩვენ საზოგადობას, კრიზისში მყოფ ბავშვებს, მოხუცებს, შშმ პირებს და სხვა ადამიანებს არ გავუწიოთ დახმარება. ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, სტუდენტები არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამიტომ ჩვენ ვაიპოლიტიკოსებს ვერ ავყვებით, გვაქვს ჩვენი გეგმა, იმიტომ რომ ეს გეგმა არის ჩვენი ხალხი და მათზე ზრუნვა. ეს არ არის მარტივი პროცესი. მსოფლიოში გრძელდება კრიზისი. კიდევ იქნება გამოწვევა, ამიტომ, მოვუწოდებ მთავრობას, კიდევ მეტად გააგრძელონ მუშაობა ჩვენი საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, იმისთვის, რომ ამ თვეების შემდგომ, როდესაც ეს დახმარებები ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ამოიწურება, საჭირო იქნება შემდგომი გეგმა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს