ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 5000-ს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ვინაიდან ქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ბეირუთში ძლიერი აფეთქება ორი დღის წინ მოხდა. ქვეყნის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ, სადაც, მათი განმარტებით, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის განმავლობაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ინახებოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს