პაატა მანჯგალაძე - ხალხი ჩვენგან ელოდება სასიკეთო ცვლილებებს, აღმშენებლობას, სიღარიბის დამარცხებას, არა თანამდებობებისთვის გაუთავებელ კინკლაობას

ჩვენთვის გაუგებარია იმ ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებები, რომლებიც სხვა პარტიის წარმომადგენლებს იმპერატიული ტონით მოუწოდებენ, რა როგორ უნდა გავაკეთოთ სხვებმა, დავასახელოთ თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ვიყოთ თუ არა ამა თუ იმ კოალიციაში და რომელ მაჟორიტარს დავუჭიროთ მხარი , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალურმა მდივანიმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, ვერცერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ მოახდენს გავლენას სხვა ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველზე.

როგორც მან აღნიშნა, მთავარი ამოცანა აღმშენებლობა და სიღარიბის დამარცხება უნდა იყოს და არა - თანამდებობებისთვის გაუთავებელი ბრძოლა.

„ფაქტია, ვერცერთი სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ მოახდენს გავლენას სხვა ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ზოგადი უიმედობა და ნიჰილიზმის გამოწვევა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლითა და სხვა უღირსი ქმედებებით, რამაც შეიძლება, შეამციროს იმ ამომრჩევლების ჯამური მაჩვენებელი, რომლებიც ოპოზიციისთვის პოტენციური მხარდამჭერია. პარტნიორული ურთიერთობის ცუდი მაგალითია გიორგი ბარამიძის ცრუ ბრალდება, თითქოს გიორგი ვაშაძემ მიატოვა პაატა ბურჭულაძე მაშინ, როცა სინამდვილეში გიორგი ვაშაძე იყო ის ადამიანი, ვინც უზრუნველყო ბურჭულაძის მიერ მხარდამჭერებისთვის გაცემული დაპირებების შესრულება. ასეთი ფაქტი არა ერთია, ჩვენ არ დავწვრილმანდებით და არ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს, რადგან ხალხი ჩვენგან ელოდება სასიკეთო ცვლილებებს, აღმშენებლობას, სიღარიბის დამარცხებას და არა თანამდებობებისთვის გაუთავებელ ბრძოლასა და კინკლაობას", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებელის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა