ლევან ხაბეიშვილი - არჩევნებამდე 3 თვეა და დღეს გაახსენდა გახარიას, რომ ვიღაცას შვილი ჰყოლია და თურმე იმის შვილს შია, ცივა და სწყურია, რომ სტუდენტებს სტატუსი აქვთ შეჩერებული

არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი და დღეს გაახსენდა გიორგი გახარიას, რომ ოჯახებში პატარა ბავშვები არიან, ვიღაცას შვილი ჰყოლია და თურმე იმის შვილს შია, ცივა და სწყურია, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამგორის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლების ანტიკრიზისულ ღონისძიებებს.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ეს დახმარებები არჩევნებზეა გათვლილი.

„რაც მეტს გავაგდებინებთ ახლა ამათ და მათ შორის იმ თანხებიდან, რაც ჩვენივე მოქალაქეების ჯიბეებიდან არის ამოღებული და ისევ მოქალაქეებზე სწორი გზით გადანაწილდება, მით უკეთესი იქნება. არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი და დღეს გაახსენდა გიორგი გახარიას, რომ ოჯახებში პატარა ბავშვები არიან, ვიღაცას შვილი ჰყოლია და თურმე იმის შვილს შია, ცივა და სწყურია. დღეს აღმოაჩინა, რომ თურმე სტუდენტებს სტატუსი აქვთ შეჩერებული. არადა, საუბარია 40 ათასამდე სტუდენტზე, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული და მათ დიდ ნაწილს, 80%-ს სწორედ საფასურის გადაუხდელობის გამო. ეს პანდემიამდეც ასე იყო.

სექტემბერში მოგცემთ დახმარებასო, გვეუბნებიან, არადა, თებერვლიდან არის ამ ქვეყანაში პანდემია.

ეს არჩევნებზეა გათვლილი. აქამდე გინახავთ, რომ ჯარზე ესაუბროს, სტუდენტებზე ესაუბროთ, ბავშვები გახსენებოდათ? ჩვენ რომ ვამბობდით, ყველა ოჯახს 1000 ლარი მივცეთ-თქო, ამბობდნენ, ეს პოპულიზმიაო, ამის გაკეთება როგორ და საიდან შეიძლებაო. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო იგრძნობენ, რომ ხელისუფლებიდან წავლენ და ბევრ რამეს გააკეთებენ, ეს ძალიან კარგია“,- განაცხადა ხაბეიშვილმა და დასძინა: „იურისტებმა იმსჯელონ, რა არის ამომრჩევლის მოსყიდვა და რა არა“.

ამასთან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველი არის მარტივი არჩევანის წინაშე - „ ან დარჩება რუსი ოლიგარქის, ყაჩაღების და მძარცველების მმართველობაში“, ან მხარს დაუჭერს ოპოზიციას.

„დღეს გაახსენდა მოქალაქეები გიორგი გახარიას, თუმცა მივესალმები ყველა ასეთ დახმარებას, რომელიც ადამიანებზე იქნება ორიენტირებული. რაც მეტს გამოვძალავთ ამ კრიმინალ ხელისუფლებას და მივა მოქალაქეებამდე, ძალიან კარგი იქნება.

დღეს, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ უჭირს, წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ არ გააკეთა ეს გუშინ? დღეს არ შიათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და ბავშვებს? ყოველდღიურად 10 ათასობით ბავშვი შიმშილობს საერთაშორისო კვლევებით და დასკვნებით. დღეს რატომ არ ახსოვთ და რატომ გვეუბნებიან, რომ სექტემბერში დაეხმარება? გუშინ არ სწავლობდნენ ეს ბავშვები, ან ინტერნეტი არ უნდოდათ, რის გამოც დისტანციურად ვერ ისწავლეს? - არა, ეს გაახსენდათ წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)