ბაჩანა ლობჟანიძე - არც მოგზავნილი და არც საცოდავი არსება არ ვარ

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, ბაჩალიაშვილის ოჯახს ბოდიშს უხდის იმ დიალოგისთვის, რაც მასსა და ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს შორის შედგა.

ლობჟანიძე ასევე აცხადებს, რომ ის არავისგან „მოგზავნილი“ არ არის.

„მინდა მობოდიშებით დაწყება და ცხადია, არც მოგზავნილი და არც საცოდავი არსება არ ვარ, როგორც თავად, ქალბატონმა თეონამ მითხრა.... მე და ქალბატონ თეონას თავიდან ასეთი ურთიერთობა არ გვქონია, "ფეისბუქზე" მომწერა, ვიცნობდი, თუ არა მის შვილს და ასე გავაგრძელეთ ურთიერთობა. არანაირი ნეგატიური ფონი არ ყოფილა. ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც მესენჯერში მომწერა, რომ საელჩოსთან აქციას აპირებდა... ალბათ, უნდა დავფიქრებულიყავი, რას ვეტყოდი და რას მივწერდი, ალბათ, უფრო მეტად უნდა მეფიქრა ჩემ სიტყვებზე. ეს სიტყვები ახლა, შეიძლება, ერთგვარი მობოდიშებაც იყოს ჩემგან. ქალბატონ თეონას ვუთხარი, რომ FBI "ეიფლთან" კავშირში არ იყო... თურმე, თამარი გავიტყუე თეთრიწყაროში და ჩემი გაუჩინარებულია. როცა თამარი გაუჩინარდა, დეიდასთან ვიყავი და ის დაადასტურებს, რომ იქ ვიყავი. ჩემ ტირილზე გაიღვიძეს სახლში და ამას ჩემი დეიდაშვილიც დაადასტურებს. ქალბატონი თეონა მოითხოვს ჩემ ფსიქიკურ დასკვნას, მე შემიძლია, გავესინჯო ექიმს", - აცხადებს ლობჟანიძე.

მისივე განმარტებით, ბაჩალიაშვილის დედის მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და რატომ არ ფიქრობენ, რომ მანაც შესაძლოა, ამის ფონზე თვითმკვლელობაზე იფიქროს.

„სახლში მარტო რომ ვიყო, შეიძლება, სუიციდის მცდელობის სურვილი გამიჩნდეს, ასეთი ზეწოლის ფონზე. როცა სახლში შევდივარ, შუქს ვანთებ და ისე შევდივარ. ეს მას შემდეგ ხდება, რაც თამარი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს", - განაცხადა ლობჟანიძემ.

ლობჟანიძის თქმით, მას თეონა თამაზაშვილმა ადვოკატ მიხეილ რამიშვილზეც ჰკითხა, იყო თუ არა „მოგზავნილი“. ამასთან, ლობჟანიძე განმარტავს, რომ მან ბაჩალიაშვილის ახლო მეგობრისგან თამარის დაკრძალვის შემდეგ გაიგო, რომ მას წარსულში თვითმკვლელობის მცდელობა 3-ჯერ ჰქონია.

„თამარი მშობლებზე ნაკლებად საუბრობდა, მაგრამ როცა საუბრობდა, ნეგატიური დამოკიდებულება არ ჰქონია. თამარის მეგობარმა დაკრძალვის შემდეგ მითხრა, რომ თამარმა 3-ჯერ სცადა თვითმკვლელობა და ვიღაცებმა გადაარჩინეს… საგამოძიებო უწყებას ვენდობი, მაგრამ ინფორმაცია არაა სანდო. გარანტია არ მაქვს, რომ მისი ბრაუზერიდან სხვამ აკრიფა ის სიტყვები, იქნებ შეღწევა მოხდა მის ლეპტოპში”, - აცხადებს ლობჟანიძე.

მისივე განმარტებით, ის რომ თამარ ბაჩალიაშვილს გარკვეული რაოდენობის თანხა ჰქონდა, ეს თავად თამარისგან გაიგო. ლობჟანიძის თქმით, ის გეგმავდა აზროვნების აკედემიის გახსნას, სადაც ერთ-ერთი მენტორი თამარი იქნებოდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს