გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე საარჩევნო კამპანიასა და მაჟორიტარებთან დაკავშირებით იმსჯელეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ცვლილებების დროა და ამას ხალხი ითხოვს.

„ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. უახლოეს მომავალში ყველა ეს გადაწყვეტილება გადათარგმნილი იქნება კონკრეტულ ქმედებებში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. დავიწყებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას ცვლილებებისთვის, ჩვენი შვილების და შვილიშვილების უკეთესი მომავლისთვის. ამ ქვეყანაში ყველა ვთანხმდებით, თუ არ ჩავთვლით ანგარებიან ამომრჩეველს, რომ ცვლილებების დროა და ამას ხალხი ითხოვს“, - განაცხადა მელიამ.

როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე იმსჯელეს შტაბში ფუნქციების განაწილებაზე და მაჟორიტარი კანდიდატების სტრატეგიაზე - რომელ რეგიონში რომელი მაჟორიტარი შეიძლება სჯობდეს.

„ჯერ არ შევჯერებულვართ, მაგრამ გადაწყვეტილებასთან ახლოს ვართ. ამიტომ ძალიან მალე, როდესაც წარდგენა იქნება, ამას გაიგებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა