დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლებელია, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდეც ჰქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლებელია, რომ აშშ-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდეც ჰქონდეს.

როგორც „როიტერი“ წერს, ჰერალდო რივერას რადიო პროგრამაში საუბრისას, კითხვაზე, თუ როდისთვის შეიძლება მზად იყოს ვაქცინა, ტრამპმა უპასუხა: „უფრო მალე, ვიდრე წლის ბოლო, შესაძლოა ბევრად უფრო ადრე“.

დამატებით კითხვაზე, იქნება თუ არა ის 3 ნოემბრამდე მზად, ტრამპმა მიუგო: „ჩემი აზრით, ზოგიერთ შემთხვევაში დიახ, შესაძლოა უფრო ადრეც“.

შეგახსენებთ, აშშ-ის ინფექციური დაავადებებისა და ალერგიის ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინის მილიონობით დოზა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ექნებათ მზად. მისივე თქმით, 2021 წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, ვაქცინის მილიარდამდე დოზა იყოს ხელმისაწვდომი.

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
შეფუთვის ვინტაჟური სტილი და ევროპული სტანდარტების ქარხანა - „ვაკე“ 2021 წელს სიახლეებით იწყებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან